სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
სირაძე მზია
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
სადმელი
|
|
ქალაქი
|
ამბროლაური
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
უცნობი რაჭველი პოეტები
|
||
თემის შინაარსი ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც
ლექსებს წერენ, მაგრამ, საზოგადოებამ მათ შესახებ არაფერი იცის.ჩვენი მიზანია
ადამიანებს გავაცნოთ ეს პიროვნებები და მათი ნამუშევრები.ამისთვის ბავშვები
აკეთებენ ბროშურებს და აცნობენ საზოგადოებას.მანამდე ბავშვები ხვდებიან
ავტორებს, იღებენ ინტერვიუს.კლასში ვეცნობით მათ შემოქმედებას, ვკითხულბთ,
ვაანალიძებთ და ვმართავთ დისკუსიას.
|
||
ქართული
ენა და ლიტეატურა
|
||
|
||
დონე/კლასი
|
||
საშუალო საფეხური.XII-XI კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
1 კვირა
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ქართ. XII.1 მოსწავლეს შეუძლია
პროექტის წარდენა აუდიტორიის წინაშე.ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და
პრობლემას რომლის გადაჭრას
ითვალისწინებს პროექტი.აყალიბებს პროექტის მიზანს, არჩევს მასალას
საპრეზენტაციოდ.
ქართ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის გაანალიზება, მათში ასახული თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრსით.
1.მსჯელობს იმაზე
თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს და იდეებს.
5.შეაფასებს ეპოქისათვის დამახასიათებელ თემებს, იდეებს, პრობლემებს.
ამავე ეპოქის სოციალურ- კულტურული ეპოქის გათვალისწინებით.
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
მოსწავლეთა
მიერ ინფორმაციის მოპოვება უცნობი პოეტების შესახებ,მათში ასახული თემებისა და
იდეების კვლევა , მსჯელობა.მოდელების შექმნა, პრეზენტაციის გაკეთება, შეფასება
ეპოქისათვის დამახასიათებელი თემების პრობლემების,ამავე ეპოქის
სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
1.რა შეიძლება ვისწავლოთ პოეზიით?
2.რა როლს თამაშობს პოეზია ადამიანის
ცხოვრებაში?
3.რით განსხვავდებიან შემოქმედები
ჩვეულებრივი ადამიანებისგან?
|
|
თემატური კითხვები
|
1.როგორ ასახავს თანამედროვე პოეზია დღევანდელობას?
2.რა მსგავსება-განსხვავებაა მეოცე საუკუნის ლექსსა და თანამედროვე
ლექსს შორის?
3.არის თუ არა თანამედროვე ცხოვრება ასახული პოეზიაში?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
1.თქვენი აზრით არის თუ არა ლექსის შინაარსი მის ფორმასთან
დაკავშირებული?
2.თუ იცნობთ ისეთ პოეტებს, რომლებიც უცნობია საზოგადოებისთვის?
3.რომელი თანამედროვე პოეტის შემოქმედებას იცნობთ?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბავშვები ფასდებიან
დისკუსიაში ჩართულობით. შემდეგ დღეს ჯგუფი მუშაობს გაზეთზე ბროშურაზე ,
ჯგუფის ხელმძღვანელები აკეთებენ
პრეზენტაციას ვაფასებ ,,პრეზენტაციას
შეფასების სქემით“. ჯგუფები მუშაობენ პროექტის პორტფოლიოზე. ათავსებენ
ინტერნეტში, ბავშვები აფასებენ ერთმანეთს რაც ეხმარებათ პროექტის უკეთ დახვეწაში
და სულ ბოლოს ვიყენებ პროექტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევს.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლე უნდა
ფლობდეს წერით და ზეპირ მეტყველებას, ლიტერატურულ ნაწარმოებთან დაკავშირებით
მნივნელოვან ცნებებს უნდა შეეძლოს
სხვადასხვა ნამუშევრის შედარება მსგავსება განსხვავების აღმოჩენა ჯგუფში
მუშაობის უნარ , ჩვევა და პრეზენტაციის გაკეთება .
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირველი დღე
ვიკრიბებით პროექტზე
მომუშავე ჯგუფი , ვსვამ კითხვას რომელიც დაკავშირებულია პროექტის თემასთან :
იცნობთ თუ არა ისეთ ადამიანებს , რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, წერენ
ლექსებს, მაგრამ საზოგადოება არაფერი იცის ამის შესახებ ?
ამის შემდეგ იმართება
დისკუსია რომელიც ხელს უწყობს
მნიშვნელოვანი უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას ბავშვები განლაგებული არიან წრიულად
ხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, საკუთარი აზრის გამოთქმა, არგუმენტაცია, სხვისი
აზრის მოსმენა,დასკვნების გამოტანა, ბავშვებმა წინასწარ იციან დისკუსიის
წესები არ უშლიან ხელს საუბარში
ერთმანეთს არ აწყვეტინებენ სიტყვას, ხელს იწევენ როცა რაიმეს თქმა
სურთ.დისკუსიის დასრულების შემდეგ ბავშვებს ვურიგებთ ფურცლებს და ვსთხოვ შეავსონ
სქემა: ,, ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე „ პირველ გრაფაში წერენ რაც იციან
უცნობი პოეტების შესახებ, მეორეში შეკითხვების სახით ჩამოაყალიბებენ რისი
გაგებაც სურთ, მესამეში კი წერენ რაც გაიგეს. ამ აქტივობით ისისნი შაჯამებენ
თემას, შეაფასებენ ერთმანეთს, გავიგებთ წინარე ცოდნას და დავგეგმავთ მომავალი
დღის მუშაობის გრაფიკს .
მეორე დღე
მომუშავე ბავშვებს
ვყოფთ ორ ჯგუფად ვიყენებ ჯგუფებად დაყოფის ხერხს,,იმღერე სიმღერა“. დავწერეთ ფურცლებზე
ნაცნობი სიმღერების მისამღერ ტექსტს. იდეალური იქნებოდა, თუკი ეს სტრიქონები ერთმანეთს
ერითმება. მოსწავლეებს ბრმად ამოვაღებინებთ ამ სტრიქონებს და მოვაძებნინებთ პარტნიორებს
, რომელთა ტექსტის ნაწყვეტებიც მათი სტრიქონის
დაბოლოებას ან დასაწყისს წარმოადგენს. ორივე ჯგუფს ეძლევა დავალება , მოიძიონ უცნობი
პოეტები ,აიღონ ინტერვიუები და მოიპოვონ მათი ლექსები .
მესამე-მეოთხე დღე
ჯგუფების
მოპოვებულ მასალას ვეცნობით კლასში და ვგეგმავთ შემდეგ სამუშაოს ერთი ჯგუფი
მუშაობს ერთ-ერთი პოეტის ბროშურაზე და გაზეთზე მეორე ჯგუფი კი მეორე უცნობი
პოეტის ბროშურასა და გაზეთზე ბავშვები ხატავენ აფორმებენ ბროშურებს, წერენ
ციტატებს პოეტთა შემოქმედებიდან და პატარ-პატარა ლექსებს, შემდეგ ისინი ურიგებენ
ბროშურებს ხალხს რაც მიზნად ისახავს ამ
პიროვნებების პოპულარიზაციას, გაცნობას.
მეხუთე
დღე
მეხუთე
დღეს ისევ ვიკრიბებით მუშა ჯგუფი , ვაჯამებთ მუშაობის შედეგს და თითოეული ჯგუფის
ხელმძღვანელი წარმოადგენს პრეზენტაციას. ბავშვები ფასდებიან პრეზენტაციის შეფასებით.
მეექვსე-მეშვიდე დღე
1
ვიყენებთ
დაჯგუფების ხერხს ,,პასტელების ჯადოქრობა „
გამოვიყენებთ პასტელებს , მარკერებს
ან სხვა საშუალებებს რომ მოსწავლეებმა დააწყვილონ
ფერები ან ფერთა ჯგუფები, როდესაც მოსწავლეები იპოვიან თავიანთ ფერების მქონე პარტნიორს,
ისინი იწყებენ აქტივობაზე მუშაობას. ერთ ჯგუფს ეძლევა დავალება დაამუშავის ერთ-ერთი
უცნობი პოეტის შემოქმედება მეორე ჯგუფი მუშაობს სხვა უცნობი პოეტის შემოქმედებაზე ბავშვები ეცნობიან ლექსებს, იკვლევენ ალაგებენ
თემატიკისა და ჟანრის მიხედვით ამოიცნობენ ნაწარმოების თემას იდეას, აღმოაჩენენ მსგავსება
განსხვავებებს რომელსაც გამოსახავენ ,,ვენის დიაგრამაში“ ეს აქტივობები ბავშვებს
ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, ისეთი როგორიცაა: ანალიზი,
შემოქმედობითობა, კრიტიკული აზროვნება,ჯგუფის ხელმძღვანელები აკეთებენ პრეზენტაციასაღნიშნული
თემიდან გამომდინარე ფასდებიან პრეზენტაციის
სქემით, ხდება ბავშვების ურთიერთშეფასება და თანამშრომლობა. მოპოვებული დამუშავებული
მასალა იკრიბება კომპიუტერზე და კეთდება პროექტის პორტფოლიოები რომელთა მიზანია საზოგადოებას
გავაცნოთ უცნობი შემოქმედები . პროექტის დასრულების შემდეგ ვიყენებ სტრატეგიას
3-2-1, რომელიც რომელიც აჯამებს მუშაობას ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას,წერით მეტყველებით
უნარ ჩვევას და აყალიბებს მოსწავლეს აქტიურ მკითხველად ბავშვებს ვთხოვ ორი სამი წინადადებით
ჩამოწერონ სამი რამ რამაც დააინტერესათ ბორი რამ რაზეც მეტი უნდოდათ გაეგოთ და ერთი
რამ რაზეც სიამოვნებით იმსჯელებდნენ . ბოლო კითხვიდა გამომდინარე შეიძლება დაებადოს
იდეა ახალი პროექტის დაგეგმის შესახებ .
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს ექნება პროექტში თავისი როლი
: მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლის ბროშურის და გარეკანის გაფორმებაში.
|
|
|
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები მოახდენენ
სხვადასხვა ტექსტების ანალიზს , სინთეზს და შექმნიან ამ საკითხთან დაკავშირებით
თხზულებას, გააკკეთებენ პრეზენტაციას.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ü ფოტოკამერა
ü კომპიუტერი (ები)
ü ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ü ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
ü საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ü ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
ü მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ü ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ü ვებგვერდის შექმნა
ü ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ
და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური
მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საველე ვიზიტები,
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,
ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.
|
No comments:
Post a Comment